Wednesday, June 17, 2015

კურსის რეფლექსია

2015 წლის 24 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტის ტექნოლოგიების გამოყენებით,რომლის სრული კურსი მოიცავდა 36 საათს.სასწავლო პროცესში ამ მეთოდის დანერგვა გამოიღებს კარგ შედეგს ცოდნის უკეთესად შემაცნებაში და მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს მაღალ სააზროვნო უნარებს.გაზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას.მიმდინარეობისას ვაწარმოე პორტფოლიო

Sunday, June 14, 2015

მე-8 დღე

პროექტებით სწავლების ტრენინგის მე-8 დღე.დღეს გავეცანით გეგმების შექმნას,სეფასების რუბრიკებს.წყვილებსა ან ჯგუფებში შეფასების რუბრიკებს.ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.

Saturday, June 13, 2015

მე-7 დღე

პროექტებით სწავლების მეშვიდე დღეს გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომების და პროცესის დაკვირვებასა და შეფასებებს. შევავსეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია.შევადგინეთ დაკვირვების ჟურნალი.

Sunday, June 7, 2015

მეექვსე დღე

პროექტის სწავლების მეექვსე დღე .გავეცანით მოსწავლის თვალით დანახული პროექტის სლაიდების შექმნას პოვერ პოინტში,რაც დამეხმარება ბავშვებს განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები.

Saturday, June 6, 2015

მეხუთე დღე

პროექტებით სწავლების ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა.გავეცანით პროექტის მოთხოვნებსა და უკუკავშირს.

Sunday, May 31, 2015

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე მსგავსად წინა ტრენინგებისა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების გამოსავლენი ინსტრუმენტები.განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმები.

Saturday, May 30, 2015

მესამე დღე.

პროექტით სწავლების მესამე დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.გავეცანით პროექტის შესაქმნელად ზოგად,თემატურ და შინაარსობრივი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკას.დავსახეთ სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები.გავეცანით მესამე კლასის სტანდარტებს.